Tuesday, November 19, 2013

                                                  
მასწავლებლის  სახელი,  გვარი
მანანა  ჯალაბაძე
ჩატარების  დრო

გაკვეთილის  თემა
„სპარსი  ისტორიკოსის  ჩანაწერი“ - ნაწყვეტი  ისტორიის  სახელმძღვანელოდან
სწავლების  საფეხური
დაწყებითი
დისციპლინა
ქართული ენა  და  ლიტერატურა
ინტეგრირებული  საგნების  დასახელება
ქართული ენა  და  ლიტერატურა/ისტორია
მოსწავლეთა  რაოდენობა
18
აქტივობის  მიზნები  და  მისაღწევი  შედეგები
ტექსტზე  მუშაობა (შინარსის  გაგება),  მოსწავლემ უნდა  შეძლოს  ტექსტის  გააზრება  და  დეტალების   შეფასება,  მხატვრული  და  სხვა  სახის  ტექსტების  განსხვავება  ერთმანეთისგან,  ტექსტზე  დაკვირვება  და  მსჯელობა,  პერიფრაზის  გაკეთება.
ეროვნული  სასაწავლო  გეგმით  განსაზღვრული  მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მოსწავლეები  საუბრობენ  ნათლად  და  გარკვევით,  შეუძლიათ  პერიფრაზის  გამოყენება,  ერკვევიან  ენობრივ-გრამატიკულ  სტრუქტურებში,  არჩევენ  ერთმანეთისაგან  სხვადასხვა  ტიპის  ტექსტებს,  თავისუფლად  ანაცვლებენ  უცნობ  სიტყვებსა  და  ფრაზებს  სინონიმური  განმარტებებით.
თანამიმდევრობა
A  ფაზა
აქტივობა  1. ორგანიზაციული  საკითხები    (3  წთ.)
აქტივობა  2. გონებრივი  იერიში - გაიხსენონ  და  ჩამოწერონ  ყველა ის ფაქტი,  რაც  იციან  შაჰ-აბასის  შემოსევების  შესახებ
აქტივობა  3. ასოციაციური  რუკა - რა  მოხდა  1659  წერლს,  როგორია  მაშინდელი  საქართველოს  პოლიტიკური  მდგომარეობა.
B  ფაზა
აქტივობა  4. ჩუმი  კითხვა - ფანქრით  უნდა  მონიშნონ  გაუგებარი  ადგილები  და  სიტყვები (?),  ის  ისტორიული  ფაქტები,  რომლებიც  იციან (+).
აქტივობა  5.  შემოწმება - რა  არის  გაუგებარი  და  რა  არის  ნაცნობი
აქტივობა  6.  კითხვა - პასუხი (აქტიური  ჩართულობისათვის)  ტექსტის  უკეთ  გასააზრებლად.  შეუძლიათ ტექსტში  ჩაიხედონ  და   პასუხი ტექსტიდან  ამოიკითხონ.
აქტივობა  7. პერიფრაზი.  შედარებით  რთული  მონაკვეთის,  მე-2  აბზაცის  პერიფრაზის  დაწერა, გაუგებარი  სიტყვების  შეცვლა  სინონიმებით.
აქტივობა  8. მცირე  ფრაგმენტის  ჩვენება  ფილმიდან  „ბაში-აჩუკი“
  C ფაზა
აქტივობა 9.  საშინაო  დავალება:  ტექსტი  თხრობით, დასაწერად  კითხვებზე  პასუხი  N 2,3,4,5,6,7.    მოსწავლეებმა  მოიძიონ  ინფორმაცია  შალვა  და  ელიზბარ  ქსნის  ერისთავებსა  და  ბიძინა  ჩოლოყაშვილზე
შეფასება
რუბრიკით
საკლასო  მენეჯმენტი/საგანმანათლებლო  რესურსები
დაფა,  საქართველოს  რუკა,  DVD დისკი, პროექტორი.






კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
ტექსტის  შინარსის  გაგება - გააზრება და  დეტალების  შეფასება
მოსწავლეს  უჭირს  ტექსტის  შინაარსის  გაგება,  ვერ  აფასებს  დეტალებს
მოსწავლემ ნაწილობრივ გაიგო  ტექსტის  შინარსი, მაგრამ  უჭირს  მისი  დეტალების  შეფასება
მოსწავლემ  გაიგო ტექსტის  შინარსი,  ნაწილობრივ  შეძლო  დეტალების  შეფსება
მოსწავლემ გაიგო  ტექსტის  შინაარსი,  შეაფასა  დეტალები, მაგრამ  გაუჭირდა  ტექსტის  ანალიზი
მოსწავლემ  გაიგო  ტექსტის  შინაარსი,  შეაფასა  დეტალები, გააკეთა    ტექსტის  ანალიზი
სხვადასხვა  ტიპის  ტექსტების განსხვავება  ერთმანეთისაგან 
მოსწავლე ვერ  ანსხვავებს  ერთმანეთისგან სხვადასხვა  ტიპის  ტექსტებს
მოსწავლე ნაწილობრივ  ანსხვავებს  ერთმანეთისგან სხვადასხვა  ტიპის  ტექსტებს
მოსწავლემ  ერთმანეთისგან  გაარჩია  მხატვრული და  დოკუმენტური  ხასიათის ტექსტები, მაგრამ უჭირს  მათი გამორჩევა  სხვა  ტიპის  ტექსტებისგან
მოსწავლემ  ერთმანეთისგან  გაარჩია  მხატვრული და  დოკუმენტური  ხასიათის ტექსტები, მაგრამ  ვერ შეძლო სრულყოფილად  ჩამოეყალიბებინა  მათ შორის  განსხვავება
მოსწავლემ  ერთმანეთისგან  გაარჩია  მხატვრული და  დოკუმენტური  ხასიათის ტექსტები, სრულყოფილად  ჩამოაყალიბა  მათ შორის  განსხვავება
პერიფრაზის  გაკეთება
მოსწავლე  ვერ  აკეთებს პერიფრაზს
მოსწავლე    ნაწილობრივ აკეთებს  მხოლოდ სიტყვების პერიფრაზს
მოსწავლე  ნაწილობრივ  აკეთებს სიტყვებისა  და  ფრაზების პერიფრაზს
მოსწავლე    აკეთებს სიტყვებისა  პერიფრაზს მაგრამ  უჭირს  ფრაზების პერიფრაზ.
მოსწავლეს  შეუძლია  ჩანაცვლოს  უცნობი  სიტყვები  და  ფრაზები  სინონიმური  განმარტებებით